ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

  • ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

“დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ადგილობრივ მკვიდრს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული. კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახერხი საამქრო დალუქულია და გადატანილია ყვარლის საქმიან ეზოში. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.

ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, 3 ერთეული უნებართვო სანახშირეა გამოვლენილი. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია უკანონოდ მოპოვებული 10 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანიც. შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საშეშე მერქანი, შემდგომო რეალიზაციის მიზნით, გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *