- ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”) შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.