ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ჯაფარიძე. მოსამართლემ გასული სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა, ის პროცესზე არ გამოცხადებულა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *