ზურაბ ჯაფარიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, 19 დეკემბერს დატოვა.

ზურაბ ჯაფარიძეს რუსთავის ციხესთან დახვდნენ თანაგუნდელები და მხარდამჭერები.

ინფორმაციისთვის: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *