- თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მედიას განუცხადეს, რომ ლაშა ჯოხაძემ გადაწყვეტილება საკუთარი განცხადების საფუძველზე მიიღო.
ინფორმაციისთვის: თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე 2020 წელს დაინიშნა.

