- თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიების – „ახლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ყურაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მირანდა ბაღათურიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო.