- ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შენობა დაეტოვებინათ.
მედიის ინფორმაციით, საბადრაგო მანქანებით სასამართლოს ტოვებენ პატიმრობაში მყოფი პირებიც.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ევაკუაციის მიზეზი.