თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

  • “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ოდრა პლეპიტეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ახლა დავასრულეთ შეხვედრა მე და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სადაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროკავშირის მხრიდან სასანქციო პოლიტიკის აუცილებლობაზე, რაც ითვალისწინებს მყისიერად უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის, პროპაგანდისტებისთვის, მოძალადეებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უკვე მერამდენე შეხვედრა გვაქვს ევროპის დედაქალაქებში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ უვიზო მიმოსვლა, რომლის საფრთხეც ძალიან რეალურად დააყენა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ნაცვლად ამისა, უვიზო მიმოსვლა უნდა დაკარგონ ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. 20-ში არის საგარეო მინისტრთა კომიტეტი, მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნების და ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში სხვა სასანქციო ბერკეტებთან ერთად, რათა ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *