ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი გელა გელაძე წარუდგინა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი გელა გელაძე წარუდგინა.

ირაკლი კობახიძემ სამინისტროს ყოფილ უფროსს, ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ გელა გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენისას ხაზი გაუსვა სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მის მრავალ წლიან გამოცდილებას და წარმატება უსურვა.

ვახტანგ გომელაურმა გელა გელაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გელა გელაძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *