- გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყოს ლაკონიური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები და სადაც იქნება შემდეგ გაწერილი ამ მიზნებისა და ამოცანების შესრულების ვადები. რა თქმა უნდა, მეტი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება. გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი და ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე არის მუშაობა დასაწყები იმისთვის, რომ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
								