ირაკლი კობახიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღონისძიებას გახსნის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. CPAC-ს რიგით მეოთხე კონფერენციაზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს უნგრელ კოლეგასთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *