- დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება.
“საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე, იცით, რომ გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ტენდერი, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, სად უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ