კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

  • კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 38 ადამიანი.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 29 აგვისტოს კიევში გლოვის დღე გამოცხადდა.

რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძი სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია. ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას და ბრიტანული საბჭოს ოფისს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *