- პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყვანილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. ის კლინიკაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილს კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.