მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 809 აბი ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად გამოვლენილი იქნა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 809 აბი მედიკამენტი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *