- მედიის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ბრალდებულის სახით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
ალექსი ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა რიჟვაძე, როდესაც გასროლა მოხდა.