მერია: საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

  • 2025 წლის 3 ივლისიდან 1 აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე იმუშავებენ 06:00-დან 20:00 საათამდე და მგზავრებს მოემსახურებიან სტანდარტული ტარიფით.

“N39, N175, N177 და N191 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან ( მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის”- ის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;

N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ “დიდუბის”- ის ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ( ანზორ აბულაშვილის ქუჩა);

ხოლო, N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ “სამგორის”- ის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);

საგამოცდო პროცესი N39, N103, N175, N177, N191 საჯარო სკოლებში – 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *