- მთავრობა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მიღწეული წარმატებისთვის სამ მილიონ ლარს გამოუყოფს. ასევე, ყოველი მიღწეული წარმატებისთვის დამატებთ გამოიყოფა სამი მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს. ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის.”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.