მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

“სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს დაუფინანსებს. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს მიგრანტები თავად შეარჩევენ.

საშემოსავლო პროექტების მიღება 27 თებერვლის  ჩათვლით გაგრძელდება.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში, სააგენტო არასრულწლოვნებს სპორტულ და შემოქმედები კურსებს უფინანსებს. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში განაცხადები 10 თებერვლის ჩათვლით მიიღება.”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაბრუნებულ მიგრანტებს განაცხადის გაკეთება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შეუძლიათ:

▪︎ თბილისი, თამარაშვილის  ქ.N15ა;
▪︎ გორი, სამების ქ.N1;
▪︎ რუსთავი, მე-17 მ/რ, N2ა;
▪︎ ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის  ქ.N106;
▪︎ ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის სხვა კომპონენტების ფარგლებში განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება:

▪︎ სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება;
▪︎ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
▪︎ პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
▪︎ ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *