მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

საქართველოდან გაძევებულ იქნა – ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანის და ერაყის – ჯამში 31 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

ინფორმაციას შსს ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *