- მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ, მილანის პრეფექტმა კლაუდიო ზგარალიამ და ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ალპარონემ. საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილანში, ვისკონტების სასახლეში, ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.