- ჩემი აზრით, „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს, უნდა შემოვიფარგლოთ სინანულის გამოხატვით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმუშაოს სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, მით უმეტეს, რომ ამ პოზიციაზე ევროპარლამენტიც დგას.
ჩემი აზრით, „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს. უნდა შემოვიფარგლოთ სინანულის გამოხატვით და კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რუსულ-„ქოცური“ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე. მით უმეტეს, რომ ევროპარლამენტიც ჩვენს პოზიციაზე დგას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.