- საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ვულოცავ ბატონ კოტეს. ის გახლავთ გამორჩეული ექიმი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული ადამიანი, რომელმაც ონკოლოგიაში შექმნა თანამედროვე საშუალებები, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინა. მისი ღვაწლი, მისი შრომა განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია ხალხის სიყვარული მისდამი და ნამდვილად გახლავთ, არა მარტო სამედიცინო სფეროში, არამედ ყველასთვის მისაბაძი ადამიანი”.-განაცხადა ყაველაშვილმა.

