- მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.