- მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.78 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.14 პროცენტით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „პატრიოტული ბლოკი“ 24.20 პროცენტით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.