მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული გ.ფ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შსს ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ფ. მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა 1971 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს და გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვა. დასახელებული თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პოლიციამ გ.ფ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *