- პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. საშემოდგომო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დღევანდელ სხდომას 87 დეპუტატი ესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სესიის გახსნისას განაცხადა, რომ პლენარული სხდომები მხოლოდ მიმდინარე კვირაში ჩატარდება, რადგან საარჩევნო წელს ამას რეგლამენტი ითვალისწინებს.
პაპუაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარული სხდომები 15 ოქტომბრიდან განახლდება.