პეტერ ფიშერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

  • საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა.

„შემოსვლამდე განცხადება გავაკეთე. გთხოვთ, გაეცნოთ ამ განცხადებას, ასევე 33 საელჩოს მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს პეტერ ფიშერმა საგარეო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე პეტერ ფიშერმა მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „ოფიციალურად დაბარებული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა, რაც ძალიან უჩვეულოა მეგობარ ქვეყნებს შორის“.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *