პირველი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს

  • პირველი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„უახლოეს მომავალში, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც სრულად იქნება დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ჩაეშვება და შევძლებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *