პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი  2 პირი: 1988 წელს დაბადებული  გ.ზ. და 2000  წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

შსს ცნობით, დანაშაული  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ  მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის – 1986 წელს დაბადებული  ე.ჯ. -ს კუთვნილ ორ ავტომობილს. კერძოდ, ბრალდებული  დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების  საფასურს  ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ე.ჯ.-ს  30 167 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.
რაც შეეხება თაღლითობის  ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს  ბ.ხ. – ს,  გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი საწარმოს  50 000 ლარამდე  ღირებულების ხორცპროდუქტს.
თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *