პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

  • შინაგან საქმეთა  სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარის უკანონო დათესვა  – მოყვანის   ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული მ.ე. და 1997 წელს დაბადებული რ.ა. სხვადასხვა დროს დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულების  პირადი  და საცხოვრებლების ჩხრეკისას   ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, ,„მდმა“,  „კლეფედრონი“„მცენარე კანაფი“ და  „გამომშრალ მარიხუანა“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე  პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *