- შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი- წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ., და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული დ.ზ. დააკავეს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი”, „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.