პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის,  იმერეთის  პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,  სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე,  საბრძოლო მასალა ამოიღეს და 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარებისა და  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის  ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული დ.ხ.; 1987 წელს დაბადებული ო.მ.; 1985  წელს  ნ. მ., 2004 წელს დაბადებული მ.ტ., 1995 წელს დაბადებული ო.ო.,  წარსულში ნასამართლევები: 1983 წელს დაბადებული დ.ქ., 1990 წელს დაბადებული ვ.ხ., 1976 წელს დაბადებული ნ.გ.  და უცხო ქვეყნის მოქალაქე: 1986  წელს დაბადებული ო.ა.

სამართალდამცველებმა,  ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს – სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის  პისტოლეტები, მჭიდები და  საბრძოლო ვაზნები.

ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული  საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და  260-ე მუხლებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *