პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ვ. თბილისში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს და ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ა.ვ. მალევე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *