- საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სხვა პირთა დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.
ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა მუხლები (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. ორ პირს ბრალდება 25.180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (თაღლითობაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია წარედგინათ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძება შეეფარდათ.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.