პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღით მყოფ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის ბრალდება წარუდგინა

  • საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 ერთეული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და 810 ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ( სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა).

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”-ნათქვმია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *