საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე ერთ პირი დააკავა

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ამავე სააგენტოს თანამშრომელი, გ.ა. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.ა. დაკავებულ იქნა სამსახურის მისამართზე, მითვისებული საქონლის რეალიზაციისას, რა დროსაც მან მიიღო ფულადი თანხა 3472 ლარის ოდენობით.

ნივთმტკიცებად ამოღებულია მითვისებული საქონელი და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.

ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მხილების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *