- საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ულოცავს.
“„ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზის მინიჭებას, ეს გამარჯვება საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ მისი პირადი სიმამაცისა და თავდადებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისათვის, რომელიც მშვიდობიან ბრძოლას განაგრძობს თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რადგან პროტესტი და სოლიდარობა ერთადერთი სწორი გზაა რეჟიმის დასამარცხებლად!
ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!” – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქზე”.