სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში სრული განუკითხაობაა

  • ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება.

“ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში.

ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი — ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“.

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

შექმნილი ვითარება — ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი — ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!

ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფდ ვითარდება!”-წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *