- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
“ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიიდან, ამოღებულია 81 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხე-ტყე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის სატყეო უბნების „საქმიან ეზოებშია“ გადატანილი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.