- გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) დასკვნით ფაზაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“გერმანელი კონსტრუქტორები მთავარი ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს აწარმოებენ. რამდენიმე კვირიანი შეფერხებები, რომელიც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, აღმოფხვრილია და ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის ურთულესი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე კვირაში მთლიანად დასრულდება. “-ნათქვმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.