საპატრულო პოლიციამ აჭარაში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო დაკავებულია 1 პირი

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების  ფაქტზე 1989 წელს დაბადებული,  წარსულში ნასამართლევი გ.ვ.  დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორებმა გ.ვ. ქობულეთში, ავტომობილით გადაადგილებისას,  გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.  სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს  იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა.  პოლიციამ გ.ვ.  ბრალდებულის სახით დააკავა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის  უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4  ნაწილებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *