სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ჰ.თ. მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით ცდილობდა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, მიგრანტის ფ.ა.-ს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადაყვანას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19- 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *