საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

  • საქართველოს რიინიგზის ინფორმაციით, 20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა.

უწყების ცნობით, პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ.

“აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *