საქართველოს რკინიგზა შეკვეთილში Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

  • საქართველოს რკინიგზა შეკვეთილში Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„30 მაისს Black Sea Arena Starring Georgia-ს ფარგლებში, Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება. მატარებელი ორივე მიმართულებით მოძრაობისას „ბლექ სი არენა“-ს ბაქანზე გაჩერდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდსა და სადგურის სალაროებში“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *