- სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
“ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს.
ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ტანხორცი და გულღვიძლი.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
ბიზნესოპერატორებს კი აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნები და ხორცის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება.”აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

