სოფელ საყდარში იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, ( სოფელი საყდარი) მდინარის ადიდების გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“აგრეთვე, გადაადგილება დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის სოფელ, ლეუშერის მიმართულებითაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიური ნალექის მიუხედავად, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტთან ერთად მუშაობს სრული მობილიზებით და აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა შესაბამის უწყებასთან.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები და მოერიდოთ გადაადგილებას გზების მოცემულ მონაკვეთებზე.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *