- სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს.
“სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება”.-ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

