- დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულებას ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ ახალ ხელმძღვანელს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.
ირაკლი დავითაშვილს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას, ჯანდაცვის სამინისტროში, არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე აქვს ნამუშევარი.
მინისტრმა, გაწეული მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და პროდუქტიული მუშაობისთვის, მადლობა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ლევან ჩაკვეტაძესაც გადაუხადა.