- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ქუთაისში, საერთო ჯამში, 1.2 კმ-იან მონაკვეთზე, მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.
უწყების ცნობით, უბანი, სადაც სამუშაოები ჩატარდა, ქალაქ ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩასთან მდებარეობს და მდინარე რიონის ორივე სანაპირო ზოლს მოიცავს
“პროექტის ფარგლებში, მდინარე რიონის ორივე სანაპიროზე მოეწყო ნაპირდამცავი ნაგებობები. მდინარის მარცხენა ნაპირის მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედელი იწყება მდინარე რიონის კაშხლიდან და სრულდება არსებულ ნაპირდამცავ კედლთან. კედლის ბოლოს მოეწყო ახალი მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეც და ქვაყრილის ბერმა, რომელიც რიონჰესიდან იწყება და მდინარის არსებული სანაპიროს კედელთან სრულდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დაცული იქნება მდინარე რიონის ორივე ნაპირი”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.